воскресенье, 22 января 2023 г.

 

ჩემპიონატის მიზანია მათემატიკით  დაინტერესებული მოსწავლეების  მოტივაციის ამაღლლება, მათი  სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება და საკუთარი შესაძლებლობების  რეალიზება.

       მათემატიკის ჩემპიონატი ტარდება 3 ტურად.  ეს ტურებია:

·        პირველი ტური;

·         მეორე ტური;

·         ფინალი,

და ოთხ ლიგაში:

Ø მეექვსეკლასელთა ლიგა; 

Ø მეშვიდეკლასელთა ლიგა;

Ø მერვეკლასელთა ლიგა;

Ø მეცხრეკლასელთა ლიგა.

   თითოეულ ეტაპზე მონაწილეს ეძლევა  10 მათემატიკური დავალება  და თითოეული მონაწილე ინდივინდუალურად  მონაწილეობს ბლიც-ტურში.

      მონაწილეს შეუძლია ჩაერთოს იმ ლიგის ჩემპიონატში,  რომელ კლასშიც ირიცხება  სკოლაში.

        შემდეგ ეტაპზე,  თითოეული კლასიდან,  გადადის  თითოეულ ლიგაში  მონაწილეთა რაოდენობის საუკეთესო  70%   მონაწილე მოსწავლე.

       ბოლოს  ფინალში კი თითოეული ლიგიდან გამოვლინდება 3 საუკეთესო შედეგის მქონე  მოსწავლე.

     ჩემპიონატის სამივე ტური ჩატარდება სამტრედიის N2 საჯარო სკოლაში:

1.     პირველი ტური მეცხრეკლასელთა ლიგაში  25 იანვარს ; დანარჩენ ლიგებში 9-10  თებერვალს;

2.       მერე ტური 23-24 თებერვალს;

3.     ხოლო ფინალი 10-12 მარტს. 

 დაჯილდოვების ცერემონიალი 14 მარტს მათემატიკის საერთაშორისო დღეს.   

   ჩემპიონატის დაწყების  ზუსტი დრო  ცხადდება საიტზე, სოციალურ ქსელში და კომუნიკაციების  სხვა საშუალებებით მინიმუმ 2 დღით ადრე ჩემპიონატის ჩატარებამდე.

     პირველ ტურში თითოეული მონაწილე ინდივინდუალურად  მონაწილეობს ბლიც-ტურში.  შემდეგ კი 10 ამოცანის ამოსახსნელად  მონაწილეს ეძლევა 1 საათი.

      ასევე  მეორე  ტურში თითოეული მონაწილე ინდივინდუალურად  მონაწილეობს ბლიც-ტურში.  შემდეგ კი 10 ამოცანის ამოსახსნელად მონაწილეს ეძლევა 1 საათი.

     ფინალშიც თითოეული მონაწილე ინდივინდუალურად  მონაწილეობს ბლიც-ტურში.  შემდეგ კი შერჩეული იქნება 10  დავალება და მონაწილეს  ეძლევა 40 წუთი.

 

    მოსწავლეთა წახალისება და დასჯის მექანიზმები:

მოსწავლე ჩემპიონატში აქტიური და წარმატებული მუშაობისთვის მიიღებს:

·        მადლობის წერილი მშობელთან;

·        თითოეულ  კლასში შეირჩევა საუკეთესო შედეგების მქონე 3-3 მონაწილე.
        თითოეულ  ლიგაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე  გასულ მონაწილეებს გადაეცემათ ფასიანი  პრიზები და დიპლომები.
     თუ  მონაწილეთა ქულები დაემთხვევა, მაშინ შედარდება თითეული მოსწავლის დახარჯული დროები    უპირატესობა მიენიწება ნაკლებ დროში შესრულებულ დავალებას.

      ჩემპიონატის მონიტორინგი:

     ჩემპიონატის მსვლელობისას დაკვირვება და კონტროლი  ხორციელდება როგორც ტექნიკური საშუალებების, ასევე დირექციისა და შესაბამისი სპეციალისტების მიერ მათთვის  მინიჭებული მოვალეობებისა და უფლებების ფარგლებში.

 

მოსალოდნელი შედეგები:

·        მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლლდებათ, და მოახდენენ საკუთარი შესაძლებლობების  რეალიზებას;

·        მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და შეძლებენ პრიორიტეტების გამოყოფას;

·        ჩემპიონატი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მოამზადებს მათ პრობლემების გადაჭრისათვის;

·        მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი თვითშეფასება;

·        მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზებას და სამომავლო მიზნების დასახვას;

·        გახდნებიან უფრო მოტივირებულნი, ორგანიზებულნი, მიზანდასახულნი და აქტიურად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.