ბლიც ტურის სავარაუდო შეკითხვები მეექვსეკლასელთა ლიგაში:
1. თუ წილადის მრიცხველი ნაკლებია მნიშვნელზე, მაშინ წილადი არის- წესიერი.
2. თუ ნატურალურ რიცხვს მხოლოდ ერთი გამყოფი აქვს ეს რიცხვი არის- არც მარტივი არც შედგენილი.
3. თუ ნატურალურ რიცხვს მხოლოდ ორი გამყოფი აქვს, მაშინ ეს რიცხვი არის- მარტივი
4. თუ ორი წრეწირი გარედან ეხება ერთმანეთს, მაშინ მათ ცენტრებს შორის მანძილი არის- რადიუსების ჯამის ტოლი.
5. საკლებს გამოკლებული სხვაობა ტოლია - მაკლების.
6. რომელია უმცირესი მარტივი რიცხვი? -2
7. რომელია უმცირესი ნატურალური რიცხვი?-1
8. რას ვუწოდებთ მართკუთხედს, რომლის ყველა გვერდი ტოლია?- კვადრატს
9. თუ ორი წრეწირი შიგნიდან ეხება ერთმანეთს, მაშინ მათ ცენტრებს შორის მანძილი არის- რადიუსების სხვაობის ტოლი
10. რაში მდგომარეობს ნატურალური რიცხვების სამზე გაყოფადობის ნიშანი?- ციფრთა ჯამი უნდა იყოფოდეს სამზე.
11. რაში მდგომარეობს ნატურალური რიცხვების ცხრაზე გაყოფადობის ნიშანი?- ციფრთა ჯამი უნდა იყოფოდეს ცხრაზე
12. რაში მდგომარეობს ნატურალური რიცხვების ხუთზე გაყოფადობის ნიშანი?- უნდა ბოლოვდებოდეს ხუთით ან ნულით.
13. რისი ტოლია წილადი, რომლის მრიცხველი და მნიშვნელი ერთმანეთის ტოლია?- ერთის
14. წრეწირის ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი არის-ქორდა.
15. თუ წილადის მრიცხველი მეტია მნიშვნელზე, მაშინ წილადი
არის არაწესიერი.
16. რას ვუწოდებთ მრავალკუთხედის ყველა გვერის სიგრძეთა ჯამს? პერიმეტრს
17. როგორ რიცხვებს ვუწოდებთ იმ რიცხვებს, რომლებიც 2-ზე უნაშთოდ იყოფიან? ლუწი რიცხვები
18. როგორ რიცხვებს ვუწოდებთ იმ რიცხვებს, რომლებიც 2-ზე უნაშთოდ არ იყოფიან? კენტი რიცხვები
19. რაში მდგომარეობს ნატურალური რიცხვების ათზე გაყოფადობის ნიშანი?- უნდა ბოლოვდებოდეს ნულით.
20. თუ ნატურალურ რიცხვს ორზე მეტი გამყოფი აქვს ეს რიცხვი არის- შედგენილი.
სავარაუდო ამოცანების ნიმუშები:
1. ერთი რიცხვი მეორეზე 11-ჯერ მეტია. იპოვე ეს რიცხვები თუ მათი ჯამია 264.
2. რომელია უდიდესი სამნიშნა რიცხვი?
3. რომელია უდიდესი ხუთნიშნა რიცხვი, რომლის ციფრთა ჯამია 23?
4. რომელია უმცირესი სამნიშნა რიცხვი, რომლის ციფრთა ჯამია 12?
5. მოსწავლეს უნდა წაეკითხა წიგნი, რომელშიც 240 გვერდია. პირველ დღეს მან წაიკითხა ამ წიგნის 3 მეხუთედი ნაწილი, მერე დღეს კი დარჩენილის ერთი მესამედი ნაწილი. რამდენი გვერდი დარჩა მას წასაკითხი ამის შემდეგ?
6. წრეწირის რადიუსია 2 სმ იპოვე წრეწირის სიგრძე.
7. წრეწირის დიამეტრია 10სმ. იპოვე წრეწირის სიგრძე.
ბაბუა,
ბებია, შვილიშვილი, ძაღლი, კატა და თაგვი თალგამს ეჭიდებიან ამოსაღებად.
ბაბუა 70 კილოგრამს იწონის.
ბებია იწონის 9 კილოგრამით ნაკლებს,
ვიდრე ბაბუა.
ძაღლი 12 კილოგრამია.
კატა ძაღლზე 6 კილოგრამით ნაკლებია.
კატის წონა რომ გავანახევროთ, იმდენს
იწონის თაგუნია.
ყურადღებით წაიკითხე და შეასრულე დავალებები:
ა) რამდენ კილოგრამს იწონის ბებია?
ბ) რამდენი კილოგრამია კატა?
გ) რომელი მეტს იწონის: ძაღლი, თუ კატა? რამდენით?
დ) თაგვი იწონის ------ კილოგრამს.
ე) ყველაზე მეტს იწონის --------, ხოლო ყველაზე ნაკლებს -
შეადგინეთ მსგავსი ამოცანა, შეცვალეთ რიცხვები; შეგიძლიათ
გამოიყენოთ სხვადასხვა ცხოველები, ბოსტნეული და ა.შ
Комментариев нет:
Отправить комментарий