ბლიც ტურის სავარაუდო შეკითხვები მეშვიდეკლასელთა ლიგაში:
1. რას ვუწოდებთ მონაცემებს შორის უდიდესსა და უმცირესს შორის სხვაობას? მონაცემთა დიაპაზონს
2. რას ვუწოდებთ მონაცემების ჯამის შეფარდებას რაოდენობასთან? მონაცემთა საშაულო არითმეტიკულს
3. თუ ნატურალურ რიცხვს მხოლოდ ორი გამყოფი აქვს, მაშინ ეს რიცხვი არის- მარტივი
4. თუ ორ ნატურალურ რიცხვს მხოლოდ ერთი საერთო გამყოფი აქვს, მაშინ ეს რიცხვები არის - ურთიერთმარტივი რიცხვები
5. რას ვუწოდებთ იმ მონაცემს, რომელიც ყველაზე ხშირად მეორდება მონაცემებს შორის? მონაცემთა მოდას
7. რომელია უმცირესი ნატურალური რიცხვი?-1
8. რას ვუწოდებთ მართკუთხედს, რომლის ყველა გვერდი ტოლია?- კვადრატს
9. თუ ორი წრეწირი შიგნიდან ეხება ერთმანეთს, მაშინ მათ ცენტრებს შორის მანძილი არის- რადიუსების სხვაობის ტოლი
10. რაში მდგომარეობს ნატურალური რიცხვების სამზე გაყოფადობის ნიშანი?- ციფრთა ჯამი უნდა იყოფოდეს სამზე.
11. რაში მდგომარეობს ნატურალური რიცხვების ცხრაზე გაყოფადობის ნიშანი?- ციფრთა ჯამი უნდა იყოფოდეს ცხრაზე
12. რაში მდგომარეობს ნატურალური რიცხვების ხუთზე გაყოფადობის ნიშანი?- უნდა ბოლოვდებოდეს ხუთით ან ნულით.
13. რისი ტოლია წილადი, რომლის მრიცხველი და მნიშვნელი ერთმანეთის ტოლია?- ერთის
14. რას ვუწოდებთ რიცხვის ერთ მეასედ ნაწილს?- 1 პროცენტი
15. თუ წილადის მრიცხველი მეტია მნიშვნელზე, მაშინ წილადი არის არაწესიერი.
16. რას ვუწოდებთ მრავალკუთხედის ყველა გვერის სიგრძეთა ჯამს? პერიმეტრს
17. რისი ტოლია ორი გამოსახულების სხვაობის ნამრავლი მათივე ჯამის არასრულ კვადრატზე? ამ გამოსახულებების კუბების სხვაობის
18. რისი ტოლია ორი გამოსახულების ჯამის ნამრავლი მათივე სხვაობის არასრულ კვადრატზე? ამ გამოსახულებების კუბების ჯამის
19. რისი ტოლია ორი გამოსახულების კვადრატების ჯამს დამატებული მათივე გაორკეცებული ნამრავლი? ამ გამოსახულებების ჯამის კვადრატის
20. რისი ტოლია ორი გამოსახულების კვადრატების ჯამს გამოკლებული მათივე გაორკეცებული ნამრავლი? ამ გამოსახულებების სხვაობის კვადრატის
21. რისი ტოლია ორი გამოსახულების ჯამისა და მათივე სხვაობის ნამრავლი?-ამ გამოსახულებების კვადრატების სხვაობის
22. რა ეწოდება კუთხის წვეროდან გავლებულ სხივს, რომელიც ამ კუთხეს შუაზე ყოფს? ბისექტრისა
23. რა ეწოდება მონაკვეთს რომელიც სამკუთხედის წვეროს აერთებს მოპირდაპირე გვერდის შუაწერტილთან? - სამკუთხედის მედიანა
24. რას ვუწოდებთ მრავალკუთხედის ყველა გვერის სიგრძეთა ჯამს? პერიმეტრს
25. როგორ რიცხვებს ვუწოდებთ იმ რიცხვებს, რომლებიც 2-ზე უნაშთოდ იყოფიან? ლუწი რიცხვები
26. როგორ რიცხვებს ვუწოდებთ იმ რიცხვებს, რომლებიც 2-ზე უნაშთოდ არ იყოფიან? კენტი რიცხვები
27. რაში მდგომარეობს ნატურალური რიცხვების ათზე გაყოფადობის ნიშანი?- უნდა ბოლოვდებოდეს ნულით.
28. თუ ნატურალურ რიცხვს ორზე მეტი გამყოფი აქვს ეს რიცხვი არის- შედგენილი.
29. რომელია უდიდესი ნატურალური რიცხვი?- არ არსებობს
30. რომელია უმცირესი მარტივი რიცხვი?- 2
სავარაუდო ამოცანების ნიმუშები:
1. ჩამოთვლილთაგან რომელი რიცხვი გაიყოფა სამზე უნაშთოდ?
ა)
2336 ბ) 36133 გ) 5246 დ) 522
2. ჩამოთვლილთაგან რომელი რიცხვი გაიყოფა 5-ზე უნაშთოდ?
ა)
5336 ბ) 55133 გ) 52452 დ) 3240
3. ჩამოთვლილთაგან რომელი რიცხვი გაიყოფა 9-ზე უნაშთოდ?
ა) 1331 ბ) 91342 გ) 347
დ) 3420
4. ჩამოთვლილთაგან რომელია მარტივი რიცხვი?
ა) 1
ბ) 5 გ)
8 დ) 9
5.
იპოვე უდიდესი საერთო
გამყოფი რიცხვების:
154-ის და 840-ის
6. გიას ხელფასი 20%-ის ტოლი საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შემდეგ შეადგენს 1500 ლარს. რისი ტოლია გიას ხელფასი დაქვითვამდე?
ა) 1700 ლარი ბ) 1800 ლარი გ) 1875 ლარი დ) 1900 ლარი
7. დაასახელე წერტილის კოორდინატი, რომელიც რიცხვით ღერძზე მდებარებს A(-7) და B(-3) წერტილებს შორის
ა) M(-10) ბ) N( -2) გ) F(4) დ) E(-4)
8. დაასახელე წერტილის კოორდინატი, რომელიც რიცხვით ღერძზე არ მდებარებს A(-17) და B(-30) წერტილებს შორის
ა) M(-20) ბ) N( -22) გ) F(-29) დ) E(-15)
9. რამდენი ქვესიმრავლე აქვს სამელემენტია სიმრავლეს
Комментариев нет:
Отправить комментарий