ბლიც ტურის სავარაუდო შეკითხვები მერვეკლასელთა ლიგაში:
1. რა ეწოდება მართკუთხა სამკუთხედში მართი კუთხის შემადგენელ გვერდებს? -კათეტები.
2. რა ეწოდება მართკუთხა სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდს?-ჰიპოტენუზა
3. ნატურალური რიცხვი 0 ხარისხში რისი ტოლია ?- ერთის
4. რისი ტოლია რიცხვი ხარისხად ერთი? თავისი თავის.
5. როგორ გამოვთვალოთ ხარისხის ახარისხების შედეგი? -ფუძე იგივე გადადის და ხარისხის მაჩვენებლები მრავლდება..
6. როგორ გამოითვლება n კუთხედის დიაგონალების რიცხვი? n(n-3)/2
7. ნატურალური რიცხვი მინუს ერთ ხარისხში რისი ტოლია ?- ამ რიცხვის შებრუნებულის
8. რას ვუწოდებთ მართკუთხედს, რომლის ყველა გვერდი ტოლია?- კვადრატს
9. რისი ტოლია მართკუთხედის ფართობი? მისი სიგრძისა და სიგანის ნამრავლის
10. რამდენი დიაგონალი აქვს ხუთკთხედს? პასუხი 5
11. რისი ტოლია ორი გამოსახულების სხვაობის ნამრავლი მათივე ჯამის არასრულ კვადრატზე? ამ გამოსახულებების კუბების სხვაობის
12. რისი ტოლია ორი გამოსახულების ჯამის ნამრავლი მათივე სხვაობის არასრულ კვადრატზე? ამ გამოსახულებების კუბების ჯამის
13. რისი ტოლია ორი გამოსახულების კვადრატების ჯამს დამატებული მათივე გაორკეცებული ნამრავლი? ამ გამოსახულებების ჯამის კვადრატის
14. რისი ტოლია ორი გამოსახულების კვადრატების ჯამს გამოკლებული მათივე გაორკეცებული ნამრავლი? ამ გამოსახულებების სხვაობის კვადრატის
15. რისი ტოლია ორი გამოსახულების ჯამისა და მათივე სხვაობის ნამრავლი?-ამ გამოსახულებების კვადრატების სხვაობის
16. რა ეწოდება კუთხის წვეროდან გავლებულ სხივს, რომელიც ამ კუთხეს შუაზე ყოფს? ბისექტრისა
17. რა ეწოდება მონაკვეთს რომელიც სამკუთხედის წვეროს აერთებს მოპირდაპირე გვერდის შუაწერტილთან? - სამკუთხედის მედიანა
18. რას ვუწოდებთ რიცხვების ნამრავლიდან კვადრატულ ფესვს ? - ამ რიცხვების საშუალო გეომეტრიულს
19.როგორ გამოვთვალოთ ტოლფუძიანი ხარისხების განაყოფიი? -ფუძე იგივე გადადის და ხარისხის მაჩვენებლები აკლდება.
20. წრეწირის ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი არის-ქორდა.
21. როგორ გამოვთვალოთ ტოლფუძიანი ხარისხების ნამრავლი? -ფუძე იგივე გადადის და ხარისხის მაჩვენებლები იკრიბება.
22. რას ვუწოდებთ მრავალკუთხედის ყველა გვერის სიგრძეთა ჯამს? პერიმეტრს
23. რა ეწოდება ტრაპეციის ფერდების შუაწერტილების შემაერთებელ მონაკვეთს? - ტრაპეციის შუახაზი
24. მონაკვეთი, რომელიც ტრაპეციის ფუძეების სიგრძეტა ჯამის ნახევარია და ფუძეების პარალელურია არის -ტრაპეციის შუახაზი
25. ერთერთი გვერდისა და მასზე დაშვებული სიმაღლის ნამრავლის ტოლია-- პარალელოგრამის ფართობი.
26. რა ეწოდება სამკუთხედის 2 გვერდის შუაწერტილების შემაერთებელ მონაკვეთს? - სამკუთხედის შუახაზი
27. ვისი სახელობის თეორემაა, თუ კუთხის გვერდების გადამკვეთი პარალელური წრფეები ერთ გვერზე ტოლ მონაკვეთებს მოკვეთს, მეორეზეც ტოლ მონაკვეთებს მოკვეთს? თალესის
28. ვისი სახელობის თეორემაა, მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზის კვადრატი კათეტების კვადრატების ჯამის ტოლია.-- პითაგორას
29. რა შეფარდებით იყოფიან წვეროს მხრიდან სამკუთხედში მედიანები გადაკვეთის წერტილით? ორი ერთთან შეფარდებით
30. რა ეწოდება მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხის მოპირდაპირე კათეტის შეფარდებას ჰიპოტენუზასთან? სინუსი
31. რა ეწოდება მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხის მიმდებარე კათეტის შეფარდებას ჰიპოტენუზასთან? კოსინუსი
32. რა ეწოდება მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხის მოპირდაპირე კათეტის შეფარდებას მიმდებარე კათეტთან? ტანგენსი
33. რისი ტოლია ტაგენსი 45 გრადუსზე? -ერთის
34. რისი ტოლია სინუსი 90 გრადუსზე? -ერთის
35. რისი ტოლია კოსინუსი 60 გრადუსზე? -ერთი მეორედის
36. რისი ტოლია სუნუსი 30 გრადუსზე? -ერთი მეორედის
37. რისი ტოლია კოსინუსი 90 გრადუსზე? - ნულის
38. რას ვუწოდებთ სინუსის შეფარდებას კოსინუსთან? ტანგენსი
39. რას ეწოდება სამკუთხედის გარე კუთხე? -რომელიმე შიგა კუთხის მოსაზღვრე კუთხეს
40. რისი ტოლია სამკუთხედის გარე კუთხე?-- მისი არამოსაზღვრე შიგა ორი კუთხის ჯამის
სავარაუდო ამოცანების ნიმუშები:
1. იპოვე AB მონაკვეთის სიგრძე თუ ცნობილია მისი კოორდინატები A(2;7) B(14; 12)
ა) 24 სმ ბ) 2,4 სმ გ) 2 1 სმ დ) 1 6 სმ
3. იპოვე მართკუთხა სამკუთხედის პერიმეტრი, თუ მისი კათეტებია 12სმ და9სმ
4. გამოიანგარიშე 2478*2478-2477*2477
5. ჩაწერე წილადის სახით 4,3(56)
6. რა ციფრით ბოლოვდება 3 ხარისხად 234
7. იპოვე 29 მეშვიდედის მძიმის შემდეგ 235-ე ციფრი
8. იპოვე სამი რიცხვიდან უმცირესი, თუ ერთი რიცხვი მეორეზე 5-ჯერ მეტია, ხოლო მესამე რიცხვი მეორეზე 21-ით მეტია და ამ სამივე რიცხვის ჯამი 847-ია.
9. გამოიანგარიშე 29*29-2*29*26 +26*26
10.
Комментариев нет:
Отправить комментарий