ბლიც ტურის სავარაუდო შეკითხვები მეცხრეკლასელთა ლიგაში:
1. რისი ტოლია კვადრატული განტოლების ფესვთა ჯამი- მეორე კოფიციენტის შეფარდების პირველ კოეფიციენტთან საპირისპირო ნიშნით (ანუ -b/a)
2. რისი ტოლია კვადრატული განტოლების ფესვთა ნამრავლი- მესამე კოფიციენტის შეფარდების პირველ კოეფიციენტთან თავისივე ნიშნით. (ანუ c/a)
3. როგორ კუთხეს ადგენს წრეწირის მხები შეხების წერტილში გავლებულ რადიუსთან? მართ კუთხეს
4. თუ ორი წრეწირი გარედან ეხება ერთმანეთს, მაშინ მათ ცენტრებს შორის მანძილი არის- რადიუსების ჯამის ტოლი.
5. რის მიმართ არის სიმეტრიული კენტი ფუნქციის გრაფიკი? კოორდინატთა სათავის მიმართ.
6. რომელი საკოორდინატო ღერძის მიმართ არის სიმეტრიული ლუწი ფუნქციის გრაფიკი? OY ღერძის მიმართ
7. რისი ტოლია A კვადრატის და B კვადრატის სხვაობა? ( A-B)(A+B)
8. რას ვუწოდებთ პარალელოგრამს, რომლის ყველა გვერდი ტოლია?- რომბს
9. თუ ორი წრეწირი შიგნიდან ეხება ერთმანეთს, მაშინ მათ ცენტრებს შორის მანძილი არის- რადიუსების სხვაობის ტოლი
10. რომელია მართკუთხა სამკუთხედში უდიდესი გვერდი? ჰიპოტენუზა
11. როგორ კუთხეს ვუწოდებთ კუთხეს, რომლის წვერო წრეწირზეა, ხოლო გვერდები კვეთს ამ წრეწირს?- ჩახაზულ კუთხეს
12. როგორ კუთხეს ვუწოდებთ კუთხეს, რომლის წვერო წრეწირის ცენტრშია, ხოლო გვერდები ამ წრეწირის რადიუსებია?- ცენტრალურ კუთხეს
13.რისი ტოლია მართკუთხა სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი? ჰიპოტენუზის ნახევარის.
14. წრეწირის ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი არის-ქორდა.
15. Y=KX+B სახის წრფეებში როცა წრფეები პარალელურია რა შეგვიძლია ვთქვათ? K კოეფიციენტები ტოლია.
16. აბსცისათა ღერძს რომელ საკოორდინატო ღერძს ვუწოდებთ? OX ღერძს
17. ორდინატთა ღერძს რომელ საკოორდინატო ღერძს ვუწოდებთ? OY ღერძს
18. რისი ტოლია ცენტრალური კუთხის სიდიდე? იმ რკალის ტოლია, რომელსაც იგი ეყრდნობა
სავარაუდო ამოცანების ნიმუშები:
1. წრეწირს გარეთ მდებარე წერტილიდან ამ წრეწირისადმი გავლებულია 10სმ სიგრძის მხები და 20 სმ სიგრძის მკვეთი. იპოვე მკვეთის გარე მონაკვეთის სიგრძე.
2. იპოვე ყველა ისეთი რიცხვი, რომლის ნამრავლი თავისსავე მეხუთედზე 80-ის ტოლია.
3. შეადგინე წრფის განტოლება, რომელიც გადის წერტილებზე A( 7; 41) B(2; 16 )
4) ჩამოთვლილთაგან რომელია Y=2X+5 წრფის პარალელური წრფე?
ა) Y=-2X+5 ბ) Y=0,2X+5 გ) Y=0,5X+0,2 დ) Y=2X+17
5) ტოლფერდა სამკუთხედის ფერდია 13 სმ, პერიმეტრი 50 სმ. იპოვე ფართობი.
6) წრეწირზე აღებული 3 წერტილით ეს წერტილი დაიყო სამ რკალდ, რომელთა გრადუსული ზომები 4-ის, 7-ის და 9-ის პროპორციულია. იპოვე უდიდესი რკალის გრადუსული ზომა.
Комментариев нет:
Отправить комментарий